მოსკოვის ოლქში, სამხედრო ქარხნის აფეთქების ადგილას 10 ცხედარი იპოვეს - BAZA

გამოქვეყნდა:

მოსკოვის ოლქში, ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში მომხდარი აფეთქების ადგილზე 10 ცხედარია ნაპოვნი. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეგრამ არხი BAZA ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, რადგან ტერიტორია ნანგრევებისგან სრულად გაწმენდილი არაა, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს. 

დაღუპულებზე ინფორმაციას რუსეთის ოფიციალური უწყებები ჯერ არ ადასტურებენ.

მოსკოვის ოლქში, სერგიევ-პოსადში მდებარე ზაგორსკის ოპტიკურ-მექანიკურ სამხედრო ქარხანაში ძლიერი აფეთქება დღეს მოხდა

შეგახსენებთ, ზაორსკის ქარხანაში ძლიერი აფეთქება, დღეს 9 აგვისტოს დილით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა  52 ადამიანი, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა.

აფეთქებამ ოპტიკურ-მექანიკური ქარხნის საწარმოო ობიექტების ნაწილი გაანადგურა. საწარმოს ყველა შენობიდან სრული ევაკუაცია გამოცხადდა. აფეთქების ადგილზე ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა მიმდებარედ 20 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და სკოლები.

რუსეთის ხელისუფლება არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აფეთქება შესაძლოა უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად ყოფილიყო გამოწვეული.

გამომძიებლების თქმით, ინციდენტის მიზეზი ტექნოლოგიური პროცესების დარღვევა გახდა. სისხლის სამართლის საქმე საწარმოო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის მუხლით აღიძრა.

რუსეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აფეთქება ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ფარდულში მოხდა, სადაც პიროტექნიკური პროდუქტები ინახებოდა. საწყობი კომპანია Piro-Ross-ს ეკუთვნის, რომელიც, ღია წყაროების თანახმად, ფეიერვერკებს აწარმოებს, ასევე დაკავებულია სახიფათო ტვირთების ტრანსპორტირებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი