ეს გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს - ზელენსკი გერმანიისგან "პატრიოტის" სისტემების მიღებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ გერმანია და უკრაინა კიევისთვის დამატებითი "პეტრიოტის" ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. 

მისი განცხადებით, უკრაინაში ყველას ერთი და იგივე ამოცანა აქვს - გაიზარდოს კიევის შესაძლებლობების პოტენციალი ფრონტზე და შესუსტდეს ყველაფერი, რის გამოყენებასაც რუსეთი ცდილობს მეომრებზე ზეწოლისთვის, უკრაინის შეზღუდვისთვის. 

"დღეს ჩვენ გვაქვს კარგი ამბავი გერმანიიდან - ზუსტად ის, რაზეც შევთანხმდით ოლაფ შოლცთან. ჩვენ გვაქვს დამატებითი პატრიოტის გამშვები სადგურები. დიდი მადლობა, ოლაფ, ამისათვის - ეს აუცილებელია ჩვენი ხალხის რუსული ტერორისგან დასაცავად.

მადლობას ვუხდი გერმანიას და პირადად ბატონ კანცლერს ამ შეთანხმების შესრულებისთვის - ეს აუცილებლად გადაარჩენს ათასობით ადამიანის სიცოცხლეს. ეს აუცილებლად დაგვაახლოებს უკრაინისთვის სრულფასოვანი საჰაერო ფარის შექმნასთან. ეს დაეხმარება ხალხს, ქალაქებსა და სოფლებს", - თქვა ზელენსკიმ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი