ბაიდენი კონგრესს კიდევ $24 მილიარდს სთხოვს, მათ შორის 13-ს უკრაინის დასახმარებლად - მედია

გამოქვეყნდა:

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, კონგრესს  უკრაინისა და რუსეთის შეჭრით დაზარალებული სხვა ქვეყნებისთვის 24 მილიარდი დოლარი სთხოვა

მოთხოვნილი თანხიდან 13 მილიარდი დოლარი უკრაინის სამხედრო დახმარებასა და იარაღის განახლებას მოხმარდება.  8.5 მილიარდი დოლარი ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სხვა სახის დახმარებისთვის უკრაინასა და ომის შედეგად დაზარალებული სხვა ქვეყნებისთვის

ხოლო,  2.3 მილიარდი, რათა მოიზიდოს დამატებითი დახმარება სხვა დონორებისგან მსოფლიო ბანკის მეშვეობით.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც იანვარში რესპუბლიკელებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, ეს პირველი შემთხვევა როცა კანონმდებლებს სამხედრო დაფინანსების გაზრდას სთხოვენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი