მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტმა მუშაობა დღესაც შეაჩერა. რუსული სამთავრობო მედია "რია" სასწრაფო დახმარების სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ მიზეზი სავარაუდოდ დრონებია.
"ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაკეტილია, წინასწარი მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატია", - თქვა "რიას" წყარომ.
მოგვიანებით "რიასთან" აეროპორტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შემოიღეს დროებითი შეზღუდვები.
RIA Novosti-ის საავიაციო ხელისუფლების წყაროს ცნობით, საჰაერო სივრცე დაკეტილია არა მხოლოდ ვნუკოვოს, არამედ კალუგის აეროპორტის თავზეც.
იხილეთ ასევე: