ყირიმის ხიდთან ისევ ისმის აფეთქებების ხმა - აქსიონოვის თქმით, რაკეტა ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდთან ისე აფეთქებების ხმა გაისმა, დღეს უკვე მეორედ.

რუსული ტელეგრამ არხები ავრცელებნ ინფორმაციას, რომ ხიდი ისევ დაკეტილია. აფეთქბების შესახებ იტყობინება "რადიო თავისუფლების" კორესპონდენტიც. 

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილზე საჰაერო თავდაცვა მუშაობს, ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანება. ყირიმის ე.წ. მეთაური, სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ კიდევ ერთი რაკეტა ჩამოაგდეს ქერჩის სრუტეზე.

მანამდე 12 აგვისტოს რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეარაღებულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა სცადეს. ხიდზე მოძრაობა შეწყდა, შემდეგ კი კვლავ აღდგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი