რუსული კანონის მხარდამჭერი ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლის ხელმძღვანელად - ხელოვანების პროტესტი

გამოქვეყნდა:

ქართველი მწერლები მინისტრ თეა წულუკიანის მიერ დანიშნულ ზედამხედველს დაუმორჩილებლობას უცხადებენ - "ოცნების" დეპუტატი და რუსული კანონის მხარდამჭერი პარლამენტიდან მწერალთა სახლში ინაცვლებს, სადაც ქეთი დუმბაძეს ხელოვანები პროტესტით ხვდებიან.

მწერლებისთვის მათთან კონსულტაციის გარეშე მოქმედი ხელმძღვანელის ახლით ჩანაცვლება მიუღებელია და დარწმუნებული არიან, რომ ეს მოულოდნელი სიახლე ამ უწყებას მხოლოდ დააზარალებს.

სახელოვნებო სივრცის დომინოს პრინციპით დაქვემდებარების მიუხედავად, მწერლები დანებებას არ აპირებენ და თავისუფალი სიტყვისთვის ბრძოლას აგრძელებენ, იმ ღირებულებისთვის, რომელიც მათთვის მთავარი მონაპოვარია.

ნატა ლომოური მწერალთა სახლის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ერთი შეტყობინებით მოხსნეს. ის ორგანიზაციას ათ წელზე მეტხანს ხელმძღვანელობდა, ამ დროის განმავლობაში, მისი ხელმძღვანელობით, განხორციელდა ისეთი პროექტი, როგორიცაა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნა. ლომოური აპროტესტებდა რუსულ კანონსაც.

მწერლების ნაწილი ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით, პროტესტი კულტურის სამინისტროს მხრიდან შეუმჩნეველი დარჩება. 

ავტორი: ნინო ჟიჟიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი