უკრაინამ ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე 40 კვ. კმ. ტერიტორია გაათავისუფლა - მალიარი

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტის მიმართულებით 3 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გაათავისუფლეს.

როგორც მალიარი ამბობს, საერთო ჯამში, ბახმუტის მიმართულების სამხრეთ ფლანგზე 40 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიაა გათავისუფლებული. მან ასევე აღნიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში რუსეთი ცდილობდა დაებრუნებინა დაკარგული პოზიციები კლეშეევკას, ანდრეევკასა და კურდიუმოვკას მიმართულებებით.

ამას გარდა, მალიარი აცხადებს, რომ უკრაინელმა დამცველებმა წარმატებას მიაღწიეს უროჟაინოეში, სამხრეთ ფრონტზე, და წინ მიიწევენ მელიტოპოლისა და ბერდიანსკის მიმართულებითაც.

"ამ კვირაში, უროჟაინოეს დასახლებულ პუნქტში ბრძოლა გრძელდებოდა, არის გარკვეული წარმატებები,"- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, შეიარაღებულ ძალებს გარკვეული წარმატებები ჰქონდათ სტარომაიორსკოეს სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთითაცმალიარი ადასტურებს იმასაც, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით დაასრულეს დავალება ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი