
რუსეთი ახალი სამხედრო მობილიზაციისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი ავრცელებს.
"ჩვენი შეფასებით, კრემლი რამდენიმე ასეული ათასი ადამიანის მობილიზებას გეგმავს. მიზანია, შეინარჩუნოს ის ტერიტორია რაც ოკუპირებული აქვს და ასევე განაგრძოს სამხედრო ზეწოლა ჩვენს სახელმწიფოზე, მტერს სჭირდება არა მხოლოდ მობილიზება, არამედ მათი ჯარისკაცების გაწვრთნაც''- თქვა სკიბცკიმ.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, პუტინის რეჟიმისთვის მობილიზაციის ახალი ტალღა არაპოპულარული გადაწყვეტილებაა, მაგრამ მას სხვა გამოსავალი არ აქვს.
"აგრესორმა სახელმწიფომ უკვე მიიღო მთელი რიგი კანონები და რეგულაციები, რომლებიც ამკაცრებს სასჯელს სამხედრო გაწვევისთვის თავის არიდების გამო. ასევე რუსეთში გაიზარდა ფრონტზე გამოძახების ასაკიც. ახალი მოწვევა დაგზავნილია ელექტრონულ ფორმატში.''- ამბობს სკიბიცკი.