აშშ-მა უკრაინისთვის $200 მილიონის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 200 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, დახმარება ითვალისწინებს საბრძოლო მასალებს საზენიტო თავდაცვის სისტემებისთვის, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო  და განაღმვის საშუალებებს.

მოგვიანებით, პენტაგონმა დააკონკრეტა, რომ დახმარების ახალ პაკეტში შედის:

დამატებითი საბრძოლო მასალა Patriot HIMARS სისტემებისთვის, 155 მმ და 105 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები, ასევე 120 მმ სატანკო საბრძოლო მასალა;
TOW რაკეტები, Javelin ტანკსაწინააღმდეგო სისტემები და სხვა;
37 ტაქტიკური მანქანა ტექნიკის გადასატანად, 58 მისაბმელი წყლის ტექნიკისთვის;
12 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე ზომის იარაღისთვის;
დანაღმვის მოწყობილობები და სისტემები, ჭურვები დაბრკოლებების გასაწმენდად და სათადარიგო ნაწილები აღჭურვილობის შესაკეთებლად.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დასძინა, რომ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაგრძელდება მანამ, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანით და სასტიკი თავდასხმების შეწყვეტით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი