შვედეთი უკრაინისთვის ახალ, 314 მლნ-ის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

გამოქვეყნდა:

შვედეთი უკრაინისთვის ახალ, 314 მილიონ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტს ამზადებს

ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის მინისტრზე დაყრდნობით გამოცემა Reuters ავრცელებს და წერს, რომ პაკეტში შედის საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები Stridsfordon 90 და Archer სისტემებისთვის, ასევე სატვირთო მანქანები და ნაღმების გაწმენდის აღჭურვილობა.

„ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ ეს შეიძლება იყოს ხანგრძლივი ომი... ჩვენ ასევე გვაქვს გრძელვადიანი პერსპექტივა, რათა მხარი დავუჭიროთ იმ პლატფორმებს, რომლებსაც უკრაინაში ვაგზავნით გრძელვადიანი ფორმით“, - თქვა პალ ჯონსონმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი