"დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში კონფლიქტი გააფართოოს და მასში ახალი ქვეყნები ჩართოს", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთი მხარს უჭერს მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგს, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე.
გასულ კვირას რუსული და უცხოური მედიასაშუალებები აქტიურად წერდნენ პუტინის მკვეთრად გაუარესებული ჯანმრთელობის შესახებ. მისი დღევანდელი გამოჩენა, შესაძლოა, კრემლში არასასურველი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად გადაწყვიტეს.