რუსეთის თავდაცვა ამტკიცებს, რომ კალუგის ოლქში 3 უკრაინული დრონი გაანადგურეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ დღეს დილით მათმა საჰაერო სისტემებმა მოსკოვთან ახლოს მდებარე კალუგის ოლქში სამი უკრაინული დრონი გაანადგურა. 

მათი თქმით, "თავდასხმის მცდელობას" ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.

"დღეს, მოსკოვის დროით დაახლოებით 05:00 საათზე, აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა კალუგის ოლქზე ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა, სამი უპილოტო საფრენი აპარატით. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ყველა უპილოტო საფრენი აპარატი დროულად აღმოაჩინეს და გაანადგურეს," - აცხადებს უწყება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი