რუსეთმა დუნაის ერთ-ერთი პორტი დაბომბა - დაზიანებულია მარცვლეულის საცავები

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს ოდესის პორტი და მარცვლეულისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა რუსეთის მთავარი სამიზნე იყო. 

როგორც ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რუსი ოკუპანტები რეგიონს დრონებით 2-ჯერ დაესხნენ თავს.

თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა მარცვლეულის საცავები.

"მთავარი სამიზნე რეგიონის სამხრეთით მდებარე პორტი და მარცვლეულის ინფრასტრუქტურაა. დუნაის ერთ-ერთ პორტზე მტრის დარტყმის შედეგად დაზიანდა საწყობები და მარცვლეულის საცავები. გაჩენილი ხანძარი სასწრაფო დახმარების სახელმწიფო სამსახურმა სწრაფად ჩააქრო," - განაცხადა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი