23 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბურუსით მოცული მკვლელობის საქმეზე გადაცემაში "მთავარი აქცენტები" "ქრონიკა +"-ის რედაქტორი ელისო კილაძე ამბობს, რომ პროკურატურა დაღუპულის ბიძის, მირიან ნიკოლაძის ხელთ არსებული ინფორმაციით ფილმებს იღებს. მისივე თქმით, ე.წ. ფერადი შენობა შემთხვევის ადგილია.
რაც შეეხება ფერად სახლთან ჯართის მჭრელის ეპიზოდზე კილაძე ამბობს, რომ "მეჯართე", ანუ ლევან ყარყალაშვილი ვაზსიუბანში შაქარაშვილების მეზობელი და წარსულში ნასამართლევი პირია.
ლევან ყარყალაშვილი, ნ.ყ შსს-ს განცხადებაში ინიციალებით არის მოხსენიებული პირი, რომელმაც ჯართი დაჭრა და რომლის გამოც შენობის წინამხარე გადაიწვა. ეს პირი წარსულში ნასამართლევია. შაქარაშვილების მეზობელი ვაზისუბანში. ასე ერთ მშვენიერ დღეს, ნარეკვავში მოვიდა და გადაწყვიტა, ჯართის რაღაცა ბოძი და დაეჭრა... დედამისი ამბობს, რომ სულ სიცილით წაიყვანეს, იმიტომ რომ "შაქარაშვილის პროცესზე ჩვენ გვჭირდება, რომ ციხიდან მიგვიყვანოთო" ეს სიტყვები თქვეს პოლიციელებმა , რომლებმაც წაიყვანეს. მას კავშირი აქვს და კიდევ ერთ გაუჩინარებულ გვამთან 2006 წელს, - თქვა ელისო კილაძემ.
ჟურნალისტ-გამომძიებელი ელისო კილაძე პროკურატურას "მწყემსცენტრს" უწოდებს და ირაკლი შოთაძეს კითხვით მიმართავს: "დავუშვათ დაგიჯერეთ და შემთხვევის ადგილი არის ის. ჩემი ვარაუდით და მაღალი ალბათობით, შემთხვევის ადგილი არის ფერადი სახლი. უკანა მხარე როგორ გადაიწვა ჭადრაკულად და ალაგ-ალაგ - ვინმე ამ კითხვაზე ამ კითხვაზე პასუხს გამოძიების მსვლელობის პერიოდში გაგვცემს?"
კილაძე ამბობს იმასაც რომ 23 ტომში არ წერია რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ე.წ. ფერად სახლთან და საქმეში "ლიდერფუდის" ვიდეოკამერების ჩანაწერიც არ დევს. მისივე თქმით, დაბადების დღის შემდგომი დღეების ჩანაწერები წაშლილია. კილაძე ამბობს, რომ საინტერესო მოვლენები მეორე და მესამე დღეს მოხდა.
კილაძე იხსენებს, ნიკა გვარამიას და ელისო კილაძის ექსპერიმენტს ნარეკვავში. ამბობს, რომ აგარაკზე დაწყებულია რემონტი და მას კითხვებს უჩენს რატომ დაიწყო "დაბადების დღის ცენტრში" ფუნდამენტური სამუშაოები.
აგარაკის ტერიტორიაზე შევიჭერით მე და ნიკა და ვნახეთ, უკან რა ხდება აბსოლუტურად დანგრეულია ყველაფერი და ამ შუა სეზონზე ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა აგარაკმა, რომლის სეზონიც არის ახლა, რომ ფუნდამენტური სამუშაოები დაიწყოს, რატომ კვალის წაშლის მიზნით ხომ არა?!, - თქვა "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა.
ელისო კილაძე ამბობს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ "ბოლომდე ჩამოგიშლით ამ საქმეს, რამდენი წერილიც არ უნდა დააწერინოთ ადვოკატებს" და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი თქმით, ბოლომდე ჩამოშლა ნიშნავს იმას, რომ ვინც აფარებდა ამას ხელს და ვის გამოც ეს ყველაფერი ხდება ის გარივკევა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე 5 დაკავებულს, მათ შორის, ორ არასრულწლოვანს ბრალი 11 აგვისტოს დაუმძიმდა. ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. საგამოძიებო უწყებამ სპეციალური ვიდეორეკონსტრუქციაც გაავრცელა.
პროკურატურის ვერსიას ენდობა შაქარაშვილის ოჯახი. მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მათ პრეტენზიები კითხვები გამოძიებასთან არ აქვთ და ამბობს, რომ პროკურატურამ დანაშაული გახსნა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 17 პირია დაკავებული. თუმცა, ჯერჯერობით ისევ არ არის კონკრეტული პასუხი კითხვებზე: ვინ მოკლა გიორგი შაქარაშვილი და ვინ მფარველობს მოძალადეებს. რა მოხდა ამ ერთი თვის განმავლობაში, ამ საკითხზე "მთავარი არხი" საქმის მიმდინარეობის პარალელურად და ჩვენი ჟურნალისტური გამოძიების კვალდაკვალ, განახლებულ ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში შემოგთავაზებთ.