ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ G7-ის დეკლარაციას შეუერთდნენ

გამოქვეყნდა:

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი დიდი შვიდეულის დეკლარაციას შეუერთდნენ "უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ", - ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი ავრცელებს.

კალასის განცხადებით, ისინი მხარს უკრაინას მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე გააგრძელებენ.

"ესტონეთი, ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, უერთდება უკრაინის მხარდამჭერ G7-ის დეკლარაციას. 

ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვებამდე. ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას NATO-სა და ევროკავშირის გზაზე", - წერს ესტონეთის პრემიერმინისტრი, კაია კალასი ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ დიდმა შვიდეულმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დეკლარაციას ხელი ვილნიუსის სამიტზე მოაწერეს. G7-ის წევრმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ ისინი უკრაინის უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი