რეესტრმა დავით კეზერაშვილს ტელეკომპანიის წილების გადაცემის მოთხოვნა დაუკმაყოფილა | "ფორმულას" მეწილეები არხის თანამშრომლები გახდნენ

გამოქვეყნდა:

საჯარო რეესტრმა დავით კეზერაშვილს ტელეკომპანიის წილების გადაცემის მოთხოვნა დაუკმაყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ფორმულას" საკონტროლო პაკეტის მფლობელი თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღარაა - არხის მეწილეები მისივე თანამშრომლები გახდნენ. 

საჯარო რეესტრი კეზერაშვილს წილების ცვლილების დარეგისტრირებაზე ამ დრომდე უარს ეუბნებოდა და ამ გადაწყვეტილებას იმით ხსნიდა, რომ მას პირადობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი არ ჰქონდა. 
თუმცა მოცემულობა მას შემდეგ არ შეცვლილა, რაც საჯარო რეესტრში დამატებითი დოკუმენტაცია, მათ შორის კეზერაშვილის მართვის მოწმობა წარადგინეს.

შეგახსენებთ, დავით კეზერაშვილმა ჟურნალისტებს 25-პროცენტიან წილს ჩუქნის. რაც გულისხმობს, რომ კრიტიკული და გავლენიანი მედიის დაცვაში უშუალოდ ჩაერთვებიან ჟურნალისტები, რომლებიც წლებია აკრიტიკებენ ''ქართულ ოცნებას'' და სწორედ ამ კრიტიკით ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის სამიზნეში აღმოჩნდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი