გიული ალასანია ანნა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ესაუბრა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ევროპარლამენტარსა და პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ანნა ფოტიგას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ესაუბრა. 

როგორც გიული ალასანიამ თქვა, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის კიდევ უფრო უარესდება.

"ფოტიგამ მკითხა, როგორ არის მისი ჯანმრთელობა და მე ვუთხარი, რომ ცოტა ხნის წინ ისევ დაიდო ახალი დასკვნა, სადაც საუბარია მდგომარეობის გაუარესებაზე და ეს ასეც არის. თუმცა, ყველაფერი უკეთდება, ეს გადასხმები უკეთდება და ამ გადასხმების წყალობით უჭირავთ ეს ჯანმრთელობა", - ამბობს გიული ალასანია. 

გიული ალასანიასთან გამართული საუბრის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამაც გაავრცელა. როგორც იგი წერს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც მძიმეა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი