"აზოვის ბატალიონი აღდგენილია და ფრონტზე დაბრუნდა" | უკრაინის ეროვნული გვარდია

გამოქვეყნდა:

აზოვის ბატალიონი, რომელიც მარიუპოლს იცავდა აღდგენილია და ფრონტზე დაბრუნდა. ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა, მიკოლა ურშალოვიჩმა განაცხადა.

''ლეგენდარული სპეციალური დანიშნულების ბრიგადა აზოვი აღდგენილია და დაიწყო საბრძოლო მოქმედებების შესრულება სერებიანსკის ტყის რაიონში'' - თქვა ურშალოვიჩმა.

მან ასევე დასძინა, რომ აზოვის მებრძოლებს ''საიმედოდ უკავიათ დაკავებული მონაკვეთი და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალასა და ტექნიკას მძიმე დანაკარგებს აყენებენ''.

შეგახსენებთ, აზოვის პოლკი ორი თვის განმავლობაში უკრაინელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, 2022 წლის გაზაფხულზე, ქალაქ მარიუპოლში მდებარე ქარხანა აზოვსტალში, ალყაში იყო მოქცეული. მაისის შუა რიცხვებში აზოვსტალის მცველებმა მეთაურების ბრძანების შემდეგ საწარმოს ტერიტორია დატოვეს და ტყვედ ჩაბარდნენ. 

ცნობისთვის, 2022 წლის სექტემბერში აზოვსტალის დაცვის ლიდერები, მათ შორის აზოვის მეთაური დენის პოკოპენკო, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლის შეთანხმების საფუძველზე, მოსკოვმა თურქეთში გაგზავნა, შეთანხმებით, რომ ისინი თურქეთში ომის ბოლომდე დარჩებოდნენ. თუმცა, 2023 წლის ივლისში აზოვის მებრძოლები სამშობლოში დაბრუნდნენ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად, როცა ის თურქეთში გამართული ვიზიტიდან ბრუნდებოდა. რუსეთმა თურქეთი და უკრაინა შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი