დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას 114 მილიონი დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას მიაწვდის.
უკრაინის დასახმარებლად ბრიტანეთის სამინისტრომ სამ სხვადასხვა კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი. მათ შორის ყველაზე მსხვილი ნორვეგიულ კომპანია კონგსბერგთან გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის ფარგლებშიც ბრიტანეთი 71 მილიონი დოლარის ღირებულების დრონების საწინააღმდეგო სისტემას შეიძენს.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, საჰაერო თავდაცვის პაკეტი უკრაინას დაეხმარება გააძლიეროს მისი საჰაერო ფრონტი.