ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო აღიარებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებისას, რუსი ჯარისკაცების ნაწილმა უკრაინის საზღვარი ბელარუსიდან გადაკვეთა.
"დიახ, ბელარუსის ტერიტორიიდან, [რუსეთის შეიარაღებული ძალების] ცალკეულმა ნაწილებმა გადაკვეთეს უკრაინის საზღვარი", - თქვა ლუკაშენკომ სატელევიზიო ინტერვიუსას.
მისი მტკიცებით, რუსი ჯარისკაცები ბელარუსის ტერიტორიაზე დაგეგმილი სამხედრო წვრთნების ფარგლებში იმყოფებოდნენ და უკრაინის საზღვარი წვრთნების დასრულების შემდეგ, 23-24 თებერვალს გადაკვეთეს.
ლუკაშენკო თვლის, რომ მომხდარის გამო უკრაინას არ შეიძლება პრეტენზია ჰქონდეს ბელარუსთან, რადგან საზღვარი ბელარუსის ჯარისკაცებს არ გადაუკვეთიათ.