აშშ-მა დანიასა და ნიდერლანდებს უფლება მისცა უკრაინაში F16-ები გააგზავნონ

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დანიასა და ნიდერლანდებს უფლება მისცა უკრაინაში F16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გაგზავნონ. ინფორმაციას გამოცემა Reuters ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გამოცემა აღნიშნავს რომ, დანიამ და ნიდერლანდებმა უკრაინაში F16-ების გაგზავნის უფლება თავად მოითხოვეს, რასაც აშშ ოფიციალური წერილით დაეთანხმა. 

"მე გწერთ, რათა გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების სრული მხარდაჭერა F16-ების გამანადგურებელი თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემისა და უკრაინელი მფრინავების მომზადებისთვის", - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის წერილში. 

უკრაინელ მფრინავებს საავიაციო კოალიცია წვრთნის, რომელიც 11 ქვეყნისგან შედგება და უკრაინის საჰაერო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის შექმნა. კოალიციას სწორედ დანია და ნიდერლანდები ხელმძღვანელობენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი