რუსული "ტელეგრამ" არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ 18 აგვისტოს ღამეს მოსკოვზე დრონებით თავდასხმა გახორციელდა. აფეთქების ხმა გაისმა ბიზნეს ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაზიანდა შენობა.
Baza წერს, რომ აფეთქება მოსკოვის ბიზნეს ცენტრის კოშკებთან მოხდა.
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს დრონი და აფეთქება მისი ფრაგმენტების ჩამოვარდნამ გამოიწვია.
"უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები "ექსპოცენტრის" მიდამოში დაეცა, შენობას მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია. მსხვერპლი არ არის", - ირწმუნება მერი.