პრაღაში პუტინის მხარდამჭერი რუსი საოპერო მომღერლის კონცერტი გაუქმდა

გამოქვეყნდა:

პრაღაში რუსი საოპერო მომღერლის, ანა ნეტრებკოს კონცერტი გაუქმდა. ეს გადაწყვეტილება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სახლმა და კონცერტის ორგანიზატორის წარმომადგენლებმა ერთობლივად მიიღეს. ჩეხური მედიის ინფორმაციით, კონცერტი ოქტომბერში იყო დაგეგმილი და მასზე დასასწრები 1300 ბილეთი გაიყიდა.

ცნობილია, რომ საოპერო მომღერალი ავსტრიის რეზიდენტია, თუმცა ის უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ვლადიმერ პუტინს საჯაროდ უჭერდა მხარს. ასევე მედიის ინფორმაციით, ანა ნეტრებკო უკრაინაში პრორუს სეპარატისტებთანაც თანამშრომლობდა.

ამ ამბავმა უკრაინის მომხრე აქტივისტების აღშფოთება გამოიწვია. კონცერტის გაუქმების ინიციატორი კი პრაღის მერია იყო, რომელმაც აღნიშნული საკითხი ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინის საელჩოსთან განიხილა. აღსანიშნავია, რომ მერიამ თავისი გადაწყვეტილებით კონცერტი ვერ გააუქმა, თუმცა მისი არჩატარების რეკომენდაცია გასცა. 

მედია წერს, რომ საოპერო მომღერალმა ანა ნეტრებკომ, მომხდართან დაკავშირებით მძაფრი რეაქცია გამოხატა. მისი თქმით, მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენა პოლიტიკურმა ზეწოლამ იქონია და კონცერტის გაუქმება ცენზურის აქტად აღიქვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი