რუსეთმა ომი უკვე წააგო, მან ვერ მიაღწია თავის პირვანდელ მიზანს - ბაიდენი

გამოქვეყნდა:

​აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთმა ომი უკვე წააგო, რადგან თავის პირვანდელ მიზანს ვერ მიაღწია. 

"რუსეთმა ომი უკვე წააგო. მან ვერ მიაღწია თავის პირვანდელ მიზანს. ეს შეუძლებელია," - თქვა ბაიდენმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებთან სამმხრივი სამიტის შემდეგ.

ბაიდენმა ისაუბრა იმაზეც, რომ რუსეთის აგრესიაზე შესაბამისი რეაქციის არქონა, შესაძლოა, ჩინეთისთვის ტაივანთან დაკავშირებით გარკვეული გზავნილის მატარებელი იყოს. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა არ არის მხოლოდ "ევროპული პრობლემა". 

"წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ არაფერი გაგვეკეთებინა. რომ გავჩერდეთ, რა გზავნილს გაუგზავნის ეს ჩინეთს ტაივანთან დაკავშირებით? რა სიგნალს გაუგზავნის ეს მთელ მსოფლიოს?" - განაცხად ბაიდენმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი