რუსეთის მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა, დაჭრილია 40-ზე მეტი ადამიანი. უკრაინული მხარე ვარაუდობს, რომ ოკუპანტმა ქვეყანამ ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულებს შორის არის 6 წლის ბავშვი, მისი დედა კლინიკაშია გადაყვანილი.
"დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა... სამედიცინო დახმარებას 90 დაშავებულმა მიმართა. აქედან 10 პოლიციელი და 12 ბავშვი. საავადმყოფოში 25 ადამიანი გადაიყვანეს. 12 წლის გოგონა რეანიმობილით სასწრაფოდ კიევში გადაიყვანეს. ბავშვი კრიტიკულ მდგომარეობაშია", - თქვა შს მინისტრმა იგორ კლიმენკომ.