24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ბათუმში საქველმოქმედო აქცია გაიმართება

გამოქვეყნდა:

უკრაინა დამოუკიდებლობის დღისთვის ემზადება. დედაქალაქის მთავარ გამზირზე უკვე დაიწყეს ომის დროს დაზიანებული რუსული ტექნიკის განთავსება. ფრონტის ხაზზე განადგურებული ტექნიკა მიტანილია ხრეშატნიკზე.

უკრაინის დამოუკიდებლობის დღე საქართველოშიც აღინიშნება. 24 აგვისტოს ბათუმში მოედანზე საქართველოში მცხოვრები უკრაინელების ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართება. თანხით უკრაინელი ჯარისკაცებისთვის პირველად მოხმარების ნივთებს შეიძენენ. 

''24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ბათუმში აღვნიშნავთ, მრავალი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. მათ შორის საქველმოქმედო ბაზრობა. შემოსული თანხით, სამედიცინო პირველადი დახმარების ნივთებს და მედიკამენტებს შევიძენთ, რომლებიც უკრაინაში მებრძოლ სამხედროებს გაეგზავნებათ. ასევე დაგეგმილია წარმოდგენები, რომლებშიც პატარები მიიღებენ მონაწილეობას. საღამოს კი ფლეშმობი და აქცია-პერფორმანსები მოეწყობა''- ამბობს ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი