კინემატოგრაფისტების ბოიკოტი კინოცენტრს | წულუკიანის მორიგი შტურმი ხელოვანებზე

გამოქვეყნდა:

ხელოვანები ისევ წულუკიანის წინააღმდეგ და ისევ დამოუკიდებლობისთვის! კულტურის სამინისტრომ მორიგ ჯერზე შტურმი ჩუბინაშვილის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და კინოცენტრზე მიიტანა. რამდენიმეთვიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, თეა წულუკიანი ხელოვანების დაშინებას ახლა აუდიტის სამსახურის დასკვნით შეეცადა.

ფინანსური დარღვევები და უკანონო გადაწყვეტილებები - ასე აფასებს შიდა აუდიტი იმ ცენტრის მუშაობას, რომელმაც კულტურის სამინისტროს ჯერ დირექტორის წესის შეცვლის გამო უჩივლა, შემდეგ კი გელათის სამონასტრო კომპლექსის წარუმატებელი რეაბილიტაციის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

კულტურის სამინისტრო იმუქრება, რომ ცენტრში აღმოჩენილია დარღვევები, რომლებსაც, შესაძლოა, რეორგანიზაცია მოჰყვეს. რეორგანიზაციის მოტივით დაიწყო წმენდა თვების წინ კინოცენტრშიც. დღეს 200-ზე მეტმა კინოხელოვანმა კინოცეტრს ბოიკოტი გამოუცხადა. დამოუკიდებელი ხელოვანები აღარ მიიღებენ მონაწილეობას არც ერთ პროექტში, რომელსაც კინოცენტრი აწარმოებს.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი