რეაქტიული გამანადგურებლების პირველი პარტია მზადებას იწყებს. დანია და ნიდერლანდები რუსეთის წინააღმდეგ საომრად უკრაინას 60-ზე მეტ F-16-ს გადასცემენ. ამიერიდან უკრაინის თავზე სრული კონტოლის მოსაპოვებლად მთავარი პრობლემა პილოტების მომზადება და ინფრასტრუქტურის გამართვაა. მაგრამ ესეც მხოლოდ დროის საკითხია - დასავლეთი შეთანხმდა, რომ ყველაფერი მომავალი წლის გაზაფხულისთვის მზად იქნება და რუსეთის ბატონობა უკრაინის ცაში ამით დასრულდება.
ამერიკული რეაქტიული გამანადგურებლების გამოჩენით ფრონტის ხაზეე ვითარება რადიკალურად შეიცვლება და ეს იციან მოსკოვშიც, სადაც სამხედრო კრიზისი იმდენად მძიმეა, რომ თავდაცვის მინისტრის და გენერალური შტაბის მეთაურის გადადგომის მოთხოვნა უკვე ხმამაღლა ისმის.