
"ჩვენ ყირიმის გათავისუფლებას ვაპირებთ... დიდი ალბათობით, ეს სამხედრო გზით მოხდება", - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, ალექსეი დანილოვი საუბრობს.
ყირიმი ჩვენი ტერიტორიის ნაწილია და ჩვენ ის უნდა გავათავისუფლოთ. მეტიც, ჩვენ მის გათავისუფლებას ვაპირებთ. დიდი ალბათობით, ეს სამხედრო გზით მოხდება - თუ აგრესორი ქვეყანა იმ დროისთვის არ მიხვდება, რომ ჩვენი ტერიტორიიდან უნდა წავიდეს. სხვა ვარიანტი არ გვაქვს, - განაცხადა დანილოვმა.
მისივე თქმით, ყირიმის გათავისუფლება მხოლოდ დროის საკითხია, თუმცა, დანილოვი აქვე განმარტავს, რომ ეს რთული იქნება. უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა განაცხადა, რომ უკრაინამ 1991 წლის საზღვრების აღდგენისკენ პრაგმატულად უნდა იმოძრაოს.