რუსეთი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით ირკვევა, რომ რუსეთი საქართველოს საექსპორტო პარტნიორთა ათეულში პირველ ადგილს იკავებს.
კვლევის შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, 10 უმსხვილესი ქვეყნის საერთო საექსპორტო წილმა 76.2% შეადინა, საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ კი გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 16 პროცენტით გადაჭარბა.
ექსპერტების პროგნოზი საგანაგაშოა - სპეციალიტები იმ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებას მოჰყვება.
ავტორი: საბა ბუაძე