უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი რუსეთთან შეთანხმებას საბედისწერო შეცდომას უწოდებს. წერს, რომ ყველანაირი გარიგება ამ ქვეყანასთან ომის შემდეგ ეტაპებში პირდაპირი ინვესტიციაა.
''ნათელია, რომ განმეორებითი საბედისწერო შეცდომები კაცობრიობის ისტორიის უბედურებაა. თუმცა, ჯერ კიდევ აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ნებისმიერი კომპრომისი, ნებისმიერი შეთანხმება, ნებისმიერი გარიგება რუსეთთან, ფაქტობრივად, პირდაპირი ინვესტიციაა ომის შემდგომ ეტაპებში. სერიული აგრესორის დიპლომატიური დამშვიდების ნებისმიერი მცდელობა არის არა მხოლოდ წახალისება, არამედ უკრაინელების მასობრივი მკვლელობის თანადაფინანსება და კლასიკური ოკუპანტისა და კრიმინალის სამართლებრივი დაუსჯელობა'', - წერს სოციალურ ქსელში პოდოლიაკი.