საქართველოს იზოლაციის საფრთხე | ქართული დელეგაცია კიევში დღეს, ყირიმის პლატფორმის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება

გამოქვეყნდა:

საქართველოს დელეგაცია კიევში, ყირიმის პლატფორმის სამიტზე წარმოდგენილი არ იქნება. უკრაინაში უკვე იმყოფებიან "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, რომლებიც ქვეყანაში უკრაინის დროშის დღესთან დაკავშირებით ჩავიდნენ, თუმცა იქ არ იქნებიან "ქართული ოცნების" წარმომადგებლები. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საქართველო, რუსეთთან მზარდი კავშირების ფონზე, ევროპისგან იზოლაციასი ექცევა.ევროპელი პარტნიორები "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკური კურსით იმედგაცრუებას ვერ მალავენ. ამას მოწმობს ის საერთაშორისო შეხვედრები, სადაც საქართველო არ მიიწვიეს. სწორედ ამას მოწმობს ყირიმის პლატფორმის სამიტი, სადაც განხილვის მთავარი თემა რუსეთისვის დაწესებული სანქციები და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები იქნება. 

"საქართველო თუ რამეს უკეთებს იზოლირებას, ეს არის ომი. ეს არის სამხედრო კონფლიქტი. დიახ, ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად ვაკეთებთ იზოლირებას, რომ ვერ შეძლოს გლობალური ომის პარტიამ საქართველოში მეორე ფრონტი და ვერ შეძლოს რევოლუციური სცენარი. ამის იზოლირებას ნამდვილად ახერხებს საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს საზოგადოება, რაც ყველაზე მთავარია", - თქვა "ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი