კრემლის ახალი მუქარა და ახალი გამოწვევა საქართველოსთვის. ტერორისტული რეჟიმი საერთაშორისო თანამეგობრობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიით აშანტაჟებს. რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის გზავნილის ადრესატები ჩვენს ქვეყანასთან ერთად დასავლეთი და ომში მყოოფი უკრაინაა.
კრემლის წინააღმდეგ გაერთიანებული ცივილიზებული სამყაროსგან მოსკოვი არასასურველი ქმედებების შეწყვეტას მოითხოვს და ყველას ემუქრება. უცვლელია ოკუპანტი ქვეყნის რიტორიკა 2008 წლის ომთნ დაკავშირებით. უშიშროების საბჭოს თავმჯდპმარის მოადგილე, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა საქართველოში სამხედრო ინტერვენციას, ისევ თავს ესხმის ქვეყანას და საქართველოს მესამე პრეზიდენტს.