ფრონტერა პრემიერს მოუწოდებს პატივი სცეს თავისივე გადაწყვეტილებას და შეასრულოს

გამოქვეყნდა:

ნავთობკომპანია "ფრონტერა" კიდევ ერთ წერილს ავრცელებს და პრემიერმინისტრს, გიორგი გახარიას მოუწოდებს პატივი სცეს და შეასრულოს მისივე გადაწყვეტიელბა.

წერილში აღნიშნულია, რომ 23 ივნისს პრემიერმა საჯაროთ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ აპირებდა კონტრაქტი შეეწყვიტა "ფრონტერასთან". კომპანია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, მთავრობის მხრიდან არანაირ მცდელობას არ ჰქონია ადგილი, რომ ეს სიტყვები რეალურ ქმედებაში ასახულიყო.

პრემიერმინისტრის კონსტრუქციული განცხადების შემდეგ მთავრობისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ ხელისუფლება მხოლოდ "დროებით აჩერებს" კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურას. ჩვენ გვქონდა მრავალგზის მცდელობა შევხვედროდით ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ფრონტერას მიერ მომავალში განსახორციელებელი და ყველა მხარისთვის მომგებიანი ინვესტიციებისათვის შეგვექმნა საფუძველი, თუმცა ხელისუფლება პრემიერ მინისტრის და მთავრობის გადაწყვეტილებას არ სცემს პატივს და კვლავ აგრძელებს დაშინების და დეზინფორმაციის კამპანიას, - წერია განცხადებაში.

კომპანია ამბობს, რომ სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხელისუფლებამ საარბიტრაჟო დავა მოიგო, და "ფრონტერას" 84 თანამშრომელს 17 თვეა ხელფასი არ მიუღია.

კვლავ მოვუწოდებთ პრემიერმინისტრს და მის მთავრობას, შეწყვიტოს ჩვენი კომპანიის დისკრედიტაციისთვის გამიზნული ტყუილის გავრცელების კამპანია და ამის ნაცვლად საჯარო განცხადებებს მოეკიდოს გულწრფელად, ხოლო ჩვენს კომპანიას კი ჭეშმარიტი პარტნიორობის სულისკვეთებით. მივმართავთ საქართველოს მთავრობას, დაემორჩილოს საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას, პატივი სცეს კონტრაქტის პირობებს, შეგვხვდეს კონსტრუქციული დიალოგისთვის და მოგვცეს გარანტია, რათა უსაფრთხოდ, კონტრაქტის შეწყვეტის მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშე დავუბრუნდეთ სამუშაოებს, - წერია ფრონტერას განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ, ჰააგის საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილების ფონზე, მაინც გააგრძელა კონტრაქტი „ფრონტერასთან“ და შესაძლებლობას მისცა კომპანიას, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა. ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ ქვეყნის წინაშე მდგარი სტრატეგიული ამოცანებით, კერძოდ, საქართველოს, როგორც საინვესტიციო ქვეყნის დადებითი რეპუტაციისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნების აუცილებლობით დაასაბუთა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი