"ჩვენ შევძელით, გვეპოვა სწორი მიდგომა" | როგორ მოჰპარა უკრაინამ რუსეთს Mi-8 - ბუდანოვი დეტალებს ყვება

გამოქვეყნდა:

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა დაადასტურა, რომ უკრაინელებმა რუსებს ვერტმფრენი MI-8 მოჰპარეს, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფო უკრაინაში ბრძოლის ველზე იყენებდა. "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში ბუდანივმა სპეცოპერაციის დეტალებზე ისაუბრა.

ბუდანოვის თქმით, ვერტმფრენი და მისი პილოტი ამჟამად კიევში იმყოფებიან. როგორც მან აღნიშნა, სპეცოპერაციასთან დაკავშირებით უკრაინა ფილმსაც გამოუშვებს.

ბუდანოვმა ოპერაციას უკრაინის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო უწოდა.

"ეს არის პირველი ასეთი წარმატებული ოპერაცია უკრაინის ისტორიაში. აქამდე მსგავსი არავის გაუკეთებია. ახლა ვფიქრობ, რომ შეგვიძლია მასშტაბები კიდევ უფრო გავზარდოთ. დიახ, ჩვენ შევძელით სწორი მიდგომა მოგვეძებნა ადამიანთან და შეგვექმნა პირობები, რომ მას მთელი ოჯახი ოპერაციის დაწყებამდე ყველასგან მალულად გაეყვანა და ბოლოს და ბოლოს შეგვექმნა პირობები, რომ მას გამოეყვანა ეს საჰაერო ხომალდი. ისე, რომ ეკიპაჟის სხვა წევრებს არაფერი სცოდნოდათ. მფრინავის გარდა ბორტზე კიდევ ორი ადამიანი იყო, ანუ  სულ სამი, როგორც წესია. როდესაც ისინი მიხვდნენ, სად იყვნენ გარკვეული ქმედებები სცადეს, თუმცა სამწუხაროდ, მათი ლიკვიდაცია მოხდა. გვინდოდა, რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, მაგრამ რაც მოხდა მოხდა. მთავარია მფრინავი ჩვენია. სასწაულია, რომ მას ყველაფერი კარგად აქვს. მე მგონია, რომ თქვენ მას ნახავთ, ის ჩვეულებრივი მფრინავია, მისი შეხებას შეიძლება და დალაპარაკებაც ახლა ვერტმფრენიც კიევშია", - თქვა ბუდანოვმა.

ცნობისთვის, 23 აგვისტოს რუსმა ბლოგერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენი Mi-8 რამდენიმე კვირის წინ უკრაინის ქალაქ პოლტოვას მახლობლად მდებარი საჰაერო ბაზაზე დაეშვა. ბლოგერი წერდა, რომ ეკიპაჟმა ორიენტაცია დაკარგა.

მოგვიანებით უკრაინულმა მედიამ დაადასტურა, რომ რუსული თვითმფრინავი უკრაინული ძალების საჰაერო ბაზაზე დაეშვა.

"ვერტმფრენი სრულიად ხელუხლებელია და შეიარაღებული ძალების შემადგენლობას მისი ტექნიკის დეტალური შესწავლის შემდეგ დაემატება. ველოდებით ინფორმაციას ეკიპაჟის წევრების შესახებ", - წერდა გამოცემა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი