ბრიტანეთმა უკრაინელი ლტოლვილების დასაქმების ხელშეწყობისა და ინგლისურის სწავლისთვის 14 მლნ-ზე მეტი გამოყო

გამოქვეყნდა:

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის ფინანსური დახმარება გამოყო, რაც ინგლისური ენის შესწავლისა და მათი დასაქმების კუთხით დაიხარჯება. 

უცხოური მედიის ცნობით ქვეყანამ 14,5 მილიონ დოლარზე მეტი გამოყო უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად, რომლებიც ამჟამად ინგლისში, უელსში, შოტლანდიასა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ცხოვრობენ.

მედია წერს, რომ დახმარებით სარგებლობა 10 000-მდე უკრაინელს შეეძლება და ისინი ინგლისურის სწავლასა და კარიერულ წინსვლას შეძლებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი