"ერთიანი მსოფლიო აგრესორზე ძლიერია... სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ერთიანობა იქნება", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საუბრობს. ამბობს, რომ უკრაინის საერთაშორისო აქტივობა სექტემბერში წინა კვირებზე ნაკლები არ იქნება.
"უკრაინისთვის მძლავრი სექტემბრის მომზადება უკვე დავიწყეთ. პირველ რიგში - ჩვენი თავდაცვა. ახალი თავდაცვითი პაკეტები უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, არტილერია, ჯავშანტექნიკა, საჰაერო თავდაცვა და რაკეტები, განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობა. ჩვენი საჭიროებების შესახებ თითოეული პარტნიორი ინფორმირებულია, ველოდებით გადაწყვეტილებებს... ერთიანი მსოფლიო აგრესორზე ძლიერია... სექტემბერში კიდევ უფრო მეტი ერთიანობა იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის დაწყებასაც გეგმავს.