უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ადასტურებს, რომ თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რაბოტინო სრულად გაათავისუფლეს.
"უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელი რაბოტინო სრულად გაათავისუფლეს. სამხრეთით შეტევებს ვახორციელებთ, ეს არის ჩვენი მთავარი შეტევის ხაზი. მტერი ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში თავდაცვაზეა გადასული. ახლა ჩვენი ჯარები რაბოტინოს სამხრეთ-აღმოსავლეთით და მალაია-ტოკმაჩკას სამხრეთით მოძრაობენ", - განაცხადა მალიარმა.
მისივე თქმით, რუსული არმიის წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინელები ნოვოდანილოვკას, ნოვოპროკოპოვკას, მალაია ტოკმაჩკასა და ოჩერეტოვატის მიმართულებით წინ მიიწევენ.
მალიარმა ასევე აღნიშნა, რომ გასულ კვირას უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტის მიმართულებით 1 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს.