საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს - ბჟანია ისევ "მეორე ფრონტზე" საუბრობს

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია ისევ ე.წ. "მეორე ფრონტის" გახსნაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ასეთ შემთხვევაში "საქართველო ვერც ერთ ომს ვერ მოიგებს". 

ბჟანიამ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ "მედგრად დგომა" შეძლო, მან გაიხსენა აპრილში "მძიმე ვითარება" და თქვა, რომ ქვეყანაში გადატრიალების მცდელობა იყო:

"მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ წინააღმდეგობა გაუწია. გააგრძელებენ თუ არა, ამაზე დარწმუნებით ვერანაირ დასკვნას ვერ გამოვიტან, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეტყობა მოუწევთ. მოგეხსენებათ, მათაც არ აქვთ ალტერნატივა - საქართველო ვერც ერთ ომს, ვერც ერთ საომარ მოქმედებებს ვერ მოიგებს", - ამბობს ბჟანია.

ბჟანია ამბობს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება "სამხედრო გზებით" შეუძლებელია და რომ "მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს". მისივე მტკიცებით, სოხუმი მზადაა სიტუაციის ნებისმიერი შემობრუნებისთვის. 

"ამ კუთხით, არანაირი მიზანი არ იქნება მიღწეული სამხედრო გზით. დროა გავიგოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. მითუმეტეს კავკასიაში. ჩვენ არ გვინდა ომი. მაგრამ ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი შემობრუნებისთვის", - თქვა ბჟანიამ.

იხილეთ ასევე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი