რუსეთის თავდაცვა ამბობს, რომ ყირიმის თავზე ჩამოაგდეს ორი დრონი და ფრთოსანი რაკეტა

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ აღკვეთეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ყირიმზე "ტერაქტის" განხორციელების მცდელობა. 

"უკრაინული ფრთოსანი რაკეტა განადგურდა ჰაერში შავი ზღვის თავზე ყირიმის რესპუბლიკის სანაპიროზე მორიგე საჰაერო თავდაცვის საშუალებით",-  ამბობს სამინისტრო.

შემთხვევა მოსკოვის დროით 11:30 საათზე მოხდა. 

მანამდე რუსეთის თავდაცვამ განაცხადა, რომ ორშაბათს დაახლოებით 10:30 საათზე: "ორი უპილოტო საფრენი აპარატი მორიგე საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი