დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა აცხადებს, რომ "დიდი ალბათობით" რუსეთმა გააუქმა ერთობლივი სტრატეგიული სამხედრო წვრთნები, "რადგან ძალიან ცოტა ჯარი და აღჭურვილობაა ხელმისაწვდომი".
დაზვერვის განახლებაში აღნიშნულია, რომ რუსეთისა და ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს შორის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ZAPAD სექტემბერში უნდა ჩატარებულიყო.
ZAPAD 2021, ყველაზე დიდი რუსული სამხედრო წვრთნები საბჭოთა ეპოქის შემდეგ, ჩატარდა რუსეთისა და ბელარუსის დასავლეთ ფლანგებზე, რამაც შეშფოთება გამოიწვია უკრაინაში და ნატოს ზოგიერთ ქვეყანაში. გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევითი ცენტრის მოხსენებაში ნათქვამია, რომ წვრთნებში მონაწილეობდა 200 000 სამხედრო მოსამსახურე, 80-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი, 15 გემი.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ZAPAD 2021 იყო რუსეთის პირველი მზადება ისეთი მასშტაბის ოპერაციებითვის, რომელიც ერთი წლის შემდეგ უკრაინაში განვითარდა.
"რუსი სამხედროების არასაკმარისი შესრულება უკრაინაში ხაზს უსვამს იმას, რომ JSE-ებს [ერთობლივ სტრატეგიულ წვრთნებს] ჰქონდათ შეზღუდული სასწავლო ღირებულება და ძირითადად საჩვენებელი იყო. რუსეთმა სავარაუდოდ გააუქმა ZAPAD 23, რადგან ძალიან ცოტა ჯარი და აღჭურვილობაა ხელმისაწვდომი", - ამბობს დაზვერვა.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ვარაუდით, რუსეთის ლიდერებს შორის შეიძლება იყოს გარკვეული ეჭვები უკრაინაში შეჭრის გაჭიანურების ფონზე მოჩვენებითი სამხედრო წვრთნების ჩატარების შესახებ.
დაზვერვა ამბობს, რომ არსებობს შესაძლებელობა, რუსეთის ხელმძღვანელობას აღელვებდეს შიდა კრიტიკაც.