უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა ომის მიმდინარეობის პარალელურად ჩატარდეს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პარტნიორები ომში მყოფ ქვეყანას საარჩევნო ხარჯების დაფინანსებაში დაეხმარებიან.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ დაფინანსებისა და კანონის შეცვლი აუცილებლობა სენატორ ლინდსი გრეჰემთან განიხილა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მშვიდობიან პერიოდში არჩევნების ჩატარება 5 მილიარდი გრივნა დაჯდა, რაც 135 მილიონი დოლარის ექვივალენტია და ომის დროს ალბათ უფრო ძვირი დაჯდება.
''მე სენატორ ლინდსი გრეჰემს ძალიან მარტივი პასუხი გავეცი. მას ეს ძალიან გაუხარდა. ჩვენი კანონმდებლები მზად არიან, კანონი შეცვალონ და არჩევნები ომის მიმდინარეობისას გაიმართოს. მშვიდობიან პერიოდში არჩევნების ჩატარება 5 მილიარდი გრივნა დაჯდა. მე არ ვიცი რამდენია საჭირო ომის დროს. ასე რომ მე ვუთხარი მას, რომ თუ ამერიკა და ევროპა ფინანსურ დახმარებას გაუწევენ უკრაინას, არჩევნები ომის მიმდინარეობისას ჩატარდება. უკრაინას ასევე დასჭრიდება დახმარება, რათა მილიონობით უკრაინელმა საზღვარგარეთ შეძლოს ხმის მიცემა. გამოსავალი არსებობს.'' - განაცხადა ზელენსკიმ.