სამხრეთ კორეა 2024 წელს უკრაინის დახმარებას 8-ჯერ გაზრდის და ქვეყანას 394 მლნ დოლარს გამოუყოფს

გამოქვეყნდა:

სამხრეთ კორეა უკრაინას 2024 წელს 520 მილიარდი კორეული ვონით (394 მილიონი აშშ დოლარი) დაეხმარება, რაც 2023 წელს გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე 8-ჯერ მეტია.

სამხრეთ კორეის 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად, დახმარების პაკეტი მოიცავს 130 მილიარდ ვონს ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის, 260 მილიარდს ჰუმანიტარული დახმარებისთვის. კიდევ 130 მილიარდი ვონი კი უკრაინას საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით მიეწოდება.

ქვეყნის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლმა ივლისში გამოაცხადა, რომ მისი ქვეყანა უკრაინას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევდა, თუმცა მაშინ მას დეტალებზე არ უსაუბრია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი