რუსებმა უკრაინის ქალაქ ტორეცკს კასეტური საბრძოლო მასალით შეუტიეს | დაიღუპა ერთი და დაშავდა 3 ადამიანი

გამოქვეყნდა:

28 აგვისტოს, საღამოს, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი კასეტური ჭურვებით დაბომბეს.

​დაიღუპა 39 წლის ქალი და დაიჭრა სამი ადამიანი. დაშავებულები სამედიცინო დახმარებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა კერძო და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებიც.

დონეცკის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა "ურაგანის" კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენეს. უწყებამ გამოძიება ომის კანონებისა და წესების დარღვევის მუხლით დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი