"ნიკა გვარამიამ გააანალიზა სიტუაცია, ეტყობა ინტელექტუალურად სხვას გარკვეულწილად უსწრებს და შესთავაზა ყველას მოკლე ფორმულა..." | ვოლსკი მიშელის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი გია ვოლსკი ევროკავშირის გაფართოებაზე შარლ მიშელისა და მასთან დაკავშირებით გაკეთებულ ოპოზიციის განცხადებებს ეხმაურება და ამტკიცებს, რომ ოპოზიცია "რევლუციური გარემოს" შექმნას ცდილობს და "მავნებლურადაა განწყობილი."

ვოლსკი იხსენებს "მთავარი არხის" დამფუძნებლის გუშინდელ განცხადებასაც და ამბობს, რომ ნიკა გვარამია აკეთებს მთავარ განცხადებას და შემდეგ ეს არის ერთგვარი ბიძგის მიმცემი ოპოზიციისთვის, რომ ყველაფერი დაბრალდეს "ქართულ ოცნებას," თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. 

"ოპოზიცია არ არის სკეპტიკურად განწყობილი, ოპოზიცია არის მავნებლურად განწყობილი. და ოპოზიცია არის განწყობილი იმისათვის, რომ როგორმე რევოლუციური გარემო შეიქმნას და ვერანაირ არგუმენტს ვერ ასახელებენ. ნებისმიერი ტრიბუნიდან, ნებისმიერი ოპოზიციონერის გამოსვლა შეიძლება შეფასდეს, როგორც დემაგოგია.

ერთი, რომ აი, თურმე რაღაცა ირღვევა ევროპისაკენ მიმავალ გზაზე, საქართველოს ხელისუფლება რაღაცას აშავებს. პოზიტივი, რეალობა რაც არის, გაცილებით უფრო მძლავრია, ვიდრე ის დემაგოგია, რასაც ნაც. მოძრაობა ან სხვა რადიკალური წარმომადგენლები გვთავაზობენ თავის განცხადებებში.

აქედან გამომდინარე, ნიკა გვარამიამ გააანალიზა სიტუაცია, ეტყობა ინტელექტუალურად სხვას გარკვეულწილად უსწრებს, ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე თვლის, და შესთავაზა ყველას მოკლე ფორმულა - ყველა, ვინც არ გამოხვალთ, რომელ ფორმატშიც არ უნდა იყოთ, რომელ ტრიბუნასთან, თქვით, რომ საქართველოს უშლის ევროინტეგრაციის გზაზე "ქართული ოცნების" ხელისუფლება. ამის იქით რაიმე არგუმენტები, რაიმე თემებთან დაკავშირებით მსჯელობა აბსოლუტურად ზედმეტად მიაჩნიათ," - განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი