უკრაინის ეკლესია რუსეთის შესახებ რომის პაპის სიტყვების გამო განმარტებას ითხოვს

გამოქვეყნდა:

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია შეშფოთებულია რომის პაპ ფრანცისკეს ონლაინ გამოსვლით რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებთან შეხვედრაზე, რომლის დროსაც მან რუსეთის მონარქებს "წმინდანები", ხოლო ახალგაზრდებს "დიდი რუსეთის" და უდიდესი კულტურისა და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები უწოდა.  

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, მსგავსი გამონათქვამები აგრესორი ქვეყნის "ნეოკოლონიალისტური ამბიციების" გაღვივებას უწყობს ხელს და იმედი აქვთ, რომ პაპის სიტყვები სპონტანურად, ისტორიული შეფასებების მცდელობის გარეშე იყო ნათქვამი და მიზნად არ ისახავდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მხარდაჭერას.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ასევე აცხადებს, რომ წმინდა საყდრისგან მანიპულაციების თავიდან ასაცილებლად განმარტებას ელოდება.

"როგორც ეკლესიას გვინდა განვაცხადოთ, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, ასეთი განცხადებები აგრესორი ქვეყნის ნეოკოლონიალისტური ამბიციებს შთააგონებს, თუმცა ეს გზა კატეგორიულად უნდა დავგმოთ.

იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი მანიპულირება წმინდა მამისადმი მიკუთვნებული ზრახვებით, კონტექსტით და განცხადებებით, ველოდებით ამ სიტუაციის განმარტებას," - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ცნობისთვის,  25 აგვისტოს, რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებისადმი რომის პაპის ონლაინმიმართვამ 
უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერ ოლეგ ნიკოლენკოს განცხადებით, კრემლი მსგავსი იმპერიალისტური პროპაგანდით და "დიდი რუსეთის" გადარჩენით ამართლებს ათასობით უკრაინელის მკვლელობას და ასეულობით ქალაქის და სოფლის განადგურებას.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი