რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ 9 511 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

გამოქვეყნდა:

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან 2023 წლის 27 აგვისტომდე 9 511 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 17 206 დაშავდა. 

თუმცა, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია - ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან ფერხდება, რადგან ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. 

"ეს ეხება, მაგალითად, მარიუპოლს (დონეცკის ოლქი), ლისიჩანსკს, პოპასნას და სევეროდონეცკს (ლუგანსკის ოლქი), სადაც ვრცელდება ცნობები მშვიდობიან მოსახლეობას შორის ბევრი გარდაცვლილის შესახებ," - ნათქვამია ანგარიშში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი