უკრაინამ კიდევ 84 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ ომის დროს დაღუპული 84 სამხედრო მოსამსახურის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას დაკარგული პირთა მოძიების საკითხებში სახელმწიფოს რწმუნებული, ოლეჰ კოტენკო, Telegram-ზე ავრცელებს:

"მოხდა იმ სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გადმოსვენება, რომლებმაც სიცოცხლე ანაცვალეს უკრაინას. დღეს ჩვენ მოვახერხეთ 84 დამცველის ცხედრების ნათესავებისათვის დაბრუნება. უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცხედრების გადმოსვენება მოხდა ინტეგრაციის სამინისტროს, დაკარგულ პირთა მოძიების კომისარიატის, უკრაინის შეიარაღებული ძალების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად," - წერს კოტენკო.

მისივე თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპული უკრაინელი სამხედროების ცხედრების დაბრუნების პროცესი ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი