Bloomberg: დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პუტინი პირველად წავა საზღვარგარეთ

გამოქვეყნდა:

Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მისი დაკავების ორდერის გამოცემის შემდეგ პირველად იმოგზაურებს. მედია წერს, რომ ის ჩინეთში ჩასვლას დათანხმდა. 

საკითხის მცოდნე სამი ადამიანი ამბობს, რომ კრემლი ამზადებს პუტინის ვიზიტს ჩინეთში ოქტომბრის თვეში, Belt and Road ფორუმისთვის. ერთ-ერთი წყარო ამბობს, რომ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტისგან მიიღო მიწვევა ღონისძიებაზე დასასწრებად. 

ორი თანამოსაუბრე ამბობს, რომ პუტინი მზადაა ეწვიოს მხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებშიც რუსეთის სადაზვერვო სამსახურებს შეუძლიათ მისი უსაფრთხოების სრული გარანტიის გაცემა, ჩინეთი კი ერთ-ერთი ასეთი ადგილია.

პუტინს რუსეთი არ დაუტოვებია მას შემდეგ, რაც ჰააგის სასამართლომ მარტში უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციასთან დაკავშირებით მისი დაპატიმრების ორდერი გასცა. ამ პერიოდში ის კრემლის ინფორმაციით,  რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებს ეწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი