ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შტატები უკრაინას 250 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.
პაკეტი მოიცავს AIM-9M ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, HIMARS-ის რაკეტებს, საბრძოლო მასალებს მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებისთვის,155მმ და 105მმ საარტილერიო ჭურვებს, განსანაღმ აღჭურვილობას, "ჯაველინებსა" და სხვა ჯავშანტექნიკის სისტემებსა და რაკეტებს, 3 მილიონზე მეტ მცირე ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებს, სასწრაფო დახმარების მაქნებს, სათადარიგო ნაწილებს, სწავლებასა და ტრანსპორტიებას.
"აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დარჩებიან უკრაინის გვერდით იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება", - თქვა ბლინკენმა.
2022 წლის თებერვალში რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ უკრაინას აშშ-სგანა 43 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების სამხედრო დახმარება გადაეცა.